პროექტი ‘3016’

პროექტი ‘3016’ განხორციელდა პროპაგანდას სახელოსნოს პირველი ღია კონკურსის ფარგლებში. გამოფენა 28 სექტემბერს, სამეცნიერო ბიბლიოთეკის ზამთრის ბაღში გაიხსნა და მხოლოდ ერთი საღამო გაგრძელდა.
“3016” საკუთარ თავში აერთიანებს სხვადახვა მედიაში შესრულებულ ნამუშევრებს. ქეუ მეფარიშვილის და სალომე დუმბაძის კოლაბორაცია “SHRAM”-ის შედეგად შექმნილი ტანსაცმელი და ინსტალაციები არის ხელოვანების პერსონალური ხედვა მომავალში არსებულ ქალთა ფიზიკური და იდეური მოცემულობების დანახვისა.
პროექტის კურატორი: ნინა პატარიძე.
პროექტ “3016”- ისათვისთვის სპეციალურად შეიქმნა მუსიკალური კომპოზიცია, რომელზეც მიკა მოწყობილმა იმუშავა.
ვიდეო : ნიკა თაბუკაშვილი.
განსაკუთრებული მადლობა მხარდაჭერისათვის სამეცნიერო ბიბლიოთეკას.
პროექტის კონცეფცია:
3016 წელია, ადამიანებმა შეძლეს საკუთარი ვიზუალური მოცემულობების მინიმალურამდე დაყვანა და მათი იდეით ჩანაცვლება.
3016 წელს ადამიანმა საკუთარი ფიზიონომია იმ ახალი სამყაროს მოდელის აღქმას დაუკავშირა, რომელშიც ცხოვრობს.
3016 წლის სამყარო მშვიდია და მინიმალური ვიზუალის წარმოჩენით ორიენტირებულია ფორმების შინაარსებით შევსებაზე. მომავლის ცნობიერება ძველი ცივილიზაციის მემკვიდრეობაზე ზრუნავს, იტოვებს მისგან მხოლოდ ყველაზე ღირებულს და უარყოფს იმ პირვანდელ მნიშვნელობებს, რომლებიც მისთვის, როგორც ახალი ერის ადამინისთვის, გაუგებარია.
3016 წელს ადამიანი ზრუნავს ეკოლოგიაზე, ის ახალი ტალღის მეომარია.
თანასწორობა და სიმშვიდის დაცვა – ეს არის მომავლის ადამიანის გამოწვევა.
3016 წელს ქალის მეხსიერებას შემორჩა თვისება, რომელიც ძველ ცივილიზაციაში მისი სქესის მახასიათებლად ითვლებოდა, თუმცა ახალი ერის ქალი მზრუნველობას საკუთარი ბრძოლის იარაღად გარდაქმნის და ეკოლოგიის დაცვით დაკავდება, რადგან მაღალგანვითარებული სამყარო ამის აუცილებლობას მოითხოვს.
Date 23 დეკ, 2017
Close

Cart

No products in the cart.