‘თხელი ყინული’

გიო სუმბაძე ქართველი მულტიმედია არტისტია. მისი ძირითადი მედია ფოტოგრაფიაა, თუმცა, ასევე მუშაობს ვიდეოზე, ინსტალაციებზე და გრაფიკულ დიზაინზე.

1994 წლიდან, სუმბაძე თანამშრომლობს სხვადასხვა ქართველ და უცხოელ არტისტებთან და კურატორებთან, მუშაობს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ისეთ არტისტულ გაერთიანებებში, როგორებიცაა: გოსლაბი და URL.

სუმბაძის ნამუშევრები, ძირითადად, ფოკუსირებულია არქიტექტურაზე, ბუნების სტრუქტურებზე, გეგმარებაზე, რომელიც ბუნების ფორმებს ზოგჯერ იმეორებს, ზოგჯერ კი უპირისპირდება. როგორც თვითონ ამობობს, მისი ნამუშევრები „არქიტექტურის, დროის და სივრცის ტიპოლოგიური დოკუმენტაციაა.”

სწორედ ამ მიმართულებით შექმნილი ნამუშევარი, “კამიკაძე ლოჯია”, ვენეციის 55-ე ბიენალეს ქართული პავილიონის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, ვინაიდან “სკულპტურა” თვითონვე ასრულებდა პავილიონის ფუნქციას.

სუმბაძე უკვე დიდი ხანია მუშაობს ეკოლოგიის თემაზე. გამოფენა “თხელი ყინული”, რომელზეც არტისტის ერთ-ერთი ფოტოსერია იქნება წარმოდგენილი, თავისი კონცეფციით სწორედ ამ თემას ეხმაურება. კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ექსპოზიციის სივრცე, გეოფიზიკის ინსტიტუტის ატმოსფერული ფიზიკის კვლევის განყოფილება.

თხელი ყინული - გიო სუმბაძის პერსონალური გამოფენა 2017 წლის 25 ივნისს, გეოფიზიკის ინსტიტუტის ატმოსფეროს ფიზიკის შემსწავლელ სექტორში გაიხსნა. გამოფენა Sou Festival-ისა და პროპაგანდას თანამშრომლობის შედეგად, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა.

გამოფენის კონცეფცია:

ჰაერისა და გარემოს დაბინძურება ის მნიშნველოვანი საკითხია, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება, თუმცა უამრავი პრობლემის სათავეში დგას. ჩვენს გარშემო ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, მცირდება მწვანე საფარის წილი და სუნთქვა უფრო და უფრო ჭირს.

„თხელი ყინული“ გიო სუმბაძის ექსპოზიციაა, რომლის მთავარი თემა სწორედ გარემოს დაბინძურება, უფრო სწორად კი, უკვე დაბინძურებული გარემოა. გამოფენის კონცეფციის ნაწილია ექსპოზიციის ადგილიც - გეოფიზიკის ინსტიტუტის ატმოსფეროს ფიზიკის შემსწავლელი სექტორი, რომელსაც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, არ აქვს სათანადო სამუშაო პირობები.

გამოფენის კურატორი: ანა გაბელაია

გალერეა

Date 02 თებ, 2018
Close

Cart

No products in the cart.