‘ეროტიკული ჩანაწერები’

ინტიმურ თემებზე ხმამაღლა საუბარი, ჩვენს საზოგადოებაში, საკმაოდ დიდ გამბედაობას მოითხოვს, რადგანაც ამ თემებზე არათუ საჯარო, არამედ პირად დისკუსიასაც კი, ხშირად ტაბუ ადევს. აღსანიშნავია ისიც, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, ქალებს სქესობრივი ცხოვრების მეორეხარისხოვან პერსონაჟებად აღიქვამს. სწორედ ამიტომ, უფრო მნიშნველოვანი ხდება ქალების მიერ დანახული სექსუალობის გადმოცემა, ამ საკითხებზე ხმამაღლა საუბარი.

თამარა ლორთქიფანიძის 'ეროტიკული ჩანაწერები'/‘Erotic Stories’ არტისტ ბუქია, რომელშიც მხატვარმა თავი მოუყარა მოსმენილ და გამოგონილ ისტორიებსა და მათზე შექმნილ ჩანახატებს.

წიგნის მთავარი პერსონაჟები ქალები არიან, რომლებსაც სხვადასხვანაირი პროფესია, გემოვნება, გარეგნობა და სურვილები აქვთ, თუმცა მათ აერთიანებთ დამოკიდებულება თავიანთი სექსუალობის მიმართ.

‘ეროტიკული ჩანაწერები’ ქალის მიერ ხმამაღლა ნათქვამი სიტყვაა ქალების სურვილების, ვნებებისა და სექსუალობის შესახებ, სადაც ისინი თავისუფლად ლაპარაკობენ თავიანთ ყველაზე დაფარულ ინტიმურ დეტალებზეც კი.

ერთი წლის განმავლობაში მოსმენილი ისტორიების სისტემატურად ჩაწერასა და მათზე ჩანახატების კეთებას, საბოლოოდ დღიურის სახე მიეცა და სწორედ ამიტომ, წიგნიც დღიურის ფორმატშია დაბეჭდილი.

დღიურისა და ჩანახატების ფორმატის დამთვალიერებლამდე უფრო მძაფრად მისატანად, წიგნის ყოველი ეგზემპლარი დაბეჭდილია ხელით, სილკოგრაფიის დანადგარით.

წიგნი დაბეჭდილია პროპაგანდას სილკოგრაფიის სახელოსნოში.

წიგნის პრეზენტაცია 11 სექტემბერს, მწერალთა სახლში გაიმართა.

Date 02 თებ, 2018
Close

Cart

No products in the cart.